მე ერეკლე ვარ, მოქანდაკე, ხელოვნება მეხმარება გამოვხატო საკუთარი თავი და შევქმნა ჩემი საკუთარი სამყარო, იმ სამყაროში სადაც ვარსებობ.
ყველაზე მეტად ვფიქრობ ადამიანებზე და ყველაზე მეტად მათ ვაკვირდები.
საკვებიი? განცდები, შეგრძნებები, აღქმა და რა თქმა უნდა სიყვარული, რომელსაც მზეს ვადარებ, ღმერთს, რომელიც ყველგანაა არ ჩანს, მაგრამ არსებობს, ის უნდა შეიგრძნო.
17 წლის ვიყავი, მახსოვს შევქმენი ქანდაკება, რომელსაც სიყვარული დავარქვი,  მახსოვს მისი დაბადება, ის ჩემთვის დღემდე განსაკუთრებულია.
ვისურვებდიი?  ვიცოდე მეტი სამყაროს შესახებ, მომწოონს? თეთრი ქანდაკება, რადგან ბავშვობას მახსენებს, თოვლისგან რომ სკულპტურებს ვქმნიდი ეზოში.
როდესაც ჩემს ნაწარმოებს ვუყურებ ვირეკლები მასში და საკუთარ თავს ვხედავ, შემდეგ ვიწყებთ საუბარს ყველაფრის შესახებ.
ისინი ცნობიერებაში დაბადებული პიროვნებებია, რომელსაც ხელს ვკიდებ და რეალურ სამყაროში სამოგზაუროდ ვეპატიჟები, ის ჩემი შინაგანი ხმაა, სულის გამოძახილი, ფრაგმენტი ჩემი ცხოვრების პროცესისა და ის ისეთივეა როგორიც მე.
ვფიქრობ შევქმნა ისეთი ქანდაკება, რომელიც ფორმაციისა და შინაარსის თანხვედრის გარდა შეძლებს განახორციელოს სხვადასხვა მანევრები, იმოძრაოს დამოუკიდებლად და იყოს დინამიური, ახალ ფუნქციური და მეტად ინტერაქციული სამყაროსთან, რადგან სტატიკური მდგომარეობა ჩემთვის  პერსპექტივა არ არის, დინამიკა სწორედ ეს არის სამყაროს მთავარი თვისებაც.
ყველაზე ხშირად ჩემს ერთ-ერთ ნამუშევარს ვესაუბრები, ერთმანეთს ძალიან ვგავართ, განსაკუთრებული იყო მასთან მუშაობის პროცესიც, სახელიც სწორად შევურჩიე, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები ერთმანეთს ერწყმიან თეთრი ფერის მკრთალი ჩრდილები წარმოიქმნება მის ზედაპირზე, შემდეგ ეს ყოველივე სარკეში ირეკლება, ასევე მისი სახე, გამომეტყველება, თვალები რომელიც წინ იყურება მისი სახელია „მომავლის გზაზე“.

ქანდაკებები

მოქანდაკე

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, საქართველო

+995 574 523 523

erekletsuladze@yahoo.com